×

24 აპრილი, 2021

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

უმრავლესობის წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გააცნო.

პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წარდგინებით და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია ვიცე-სპიკერი კახაბერ კუჭავა.